კატალონიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის შენობაში შეიჭრა

11:51, 20.08.2018

კატალონიის პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი მოკლა, რომელმაც სამართალდამცველებზე თავდასხმა სცადა. ინფორმაციას რეგიონული პოლიცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელეს.

პოლიციის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ბარსელონის პროვინციის ქალაქ კორნელია-დე-ლიობრეგატში მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა.

ამასთან, როგორც გამოცემა La Vanguardia წერს, მოკლული სავარაუდოდ წარმოშობით ალჟირელია, პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე მან „დიდება ალაჰს“დაიყვირა .

მსგავსი