კატალონიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 226 შემთხვევა გამოვლინდა
კატალონიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 226 შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის კატალონიის რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 226 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ რეგიონულ ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ივნისს ბარსელონის მოსახლეობასადმი ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, რომ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გარეთ არ ავიდნენ. მიმდინარე თვის დასაწყისში ბარსელონას მახლობლად მდებარე დასახლება სეგრია ჩაიკეტა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო.

პანდემიის დაწყებიდან კატალონიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 82 ათასამდე შემთხვევა.

შეკითხვაზე, დიახურება თუ არა ესპანეთთან საზღვარი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

დატოვე კომენტარი