კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი – 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად.
დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც მიმდინარე წლის 13 მარტს კასპში 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ის 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.