კასპში, ცემენტის ქარხანასთან აქცია გაიმართა
კასპში, ცემენტის ქარხანასთან აქცია გაიმართა

ქალაქ კასპში, ცემენტის ქარხანასთან საპროექტო აქცია გაიმართა. ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხანაში მოუწესრიგებელია ფილტრები. აქციის მონაწილეების თქმით, ცემენტით დატვირთული მძიმე ტექნიკა ალტერნატიული გზის არ სარგებლობს და მათ ქუჩაზე გადაადგილდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობას.

ისინი ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას ერთთვიან ვადას, აძლევენ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, გუშინ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ქარხანამ შემოვლითი გზის მოწყობა უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანები ფარნავაზის ქუჩის დასახლებული მონაკვეთის ნაცვლად ისარგებლებენ ალტერნატიული გზით. ფარნავაზის ქუჩას, რომლითაც აქამდე ქარხანასთან მისასვლელი გზა იყო და დაზიანებულია, კომპანიისა და მერიის ერთობლივი ფინანსური ჩართულობით რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე იგეგმება ბეტონის გზის მოწყობა კასპის ცემენტის ქარხნიდან კავთისხევი-კასპის მიმართულებით ე.წ. კარიერის დასახლებამდე.