კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა
კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა

კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა.

ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე „ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა და მიწვეული სტუმრები ესწრებიან.

კომპანიის „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ინფორმაციით,  კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. განხორციელდა ქარხნის სრული მოდერნიზაცია და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

პროექტი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა“ და „ჰანიველ პარტნერსის“ მხარდაჭერით განხორციელდა.