კასპის სოფელ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა
კასპის სოფელ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება თანასოფლელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი. ის სოფელ ნოსტეს მკვიდრია.

შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ამ დროისათვის ჩხუბში მონაწილე პირები დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა გამოძიება დაწყებული.

„მკვლელობაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

დატოვე კომენტარი