კასპის მუნიციპალიტეტში შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კასპის მუნიციპალიტეტში შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთშინასოფლარ ვარჯაანის ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დარბაზული ეკლესია სოფლის სასაფლაოზე დგას. ის ნაშენია ადგილობრივი ჯიშის კლდის ქვის შერჩეული ქვებით.

„ეკლესიის სახურავი დაზიანებულია და კამარა გაშიშვლებულია. ეკლესიას თარო კარნიზი ჰქონდა, რომლის ფრაგმენტები შერჩენილია ფრონტონებზე. ნანგრევებში არის ქართული კრამიტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ტაძარი კრამიტით იყო გადახურული. ეკლესიის გარშემო აწეულია მიწის დონე, ამოსულია დიდტანიანი ხეები, მის უახლოეს სიახლოვეს დაგროვილია ეკლესიიდან ჩამოცვენილი ქვები, რომლების გროვები მიწის ფენითაა დაფარული“,- აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.