კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა
კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა

იგოეთში, ქვემო ჭალასა და სამთავისში, სადაც პოლიციის სპეციალური პუნქტებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ბოლო 24-საათში „კოვიდ 19“-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანად კასპის მუნიციპალიტეტში კი შვიდი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.

სოფლებში ეპიდემიოლოგირ ზედამხედველობას აგრძელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. „კოვიდ19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, სამივე სოფელში საჯარო სკოლები დისტანციურ რეჟიმზე რჩება, სააღმზრდელო პროცესია შეჩერებული სამთავისის საბავშვო ბაღში.

„სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდება. ბოლო 24-საათში გაიტესტა 106 პირი, აქედან გვქონდა სულ შვიდი დადასტურებული შემთხვევა. ამ შვიდი დადასტურებული შემთხვევიდან ორი იყო ქვემო ჭალა-იგოეთის კლასტერიდან. ვაგრძელებთ დაკვირვებას. გრძელდება პოლიციის პუნქტებზე თერმოსკრინინგი. თვითიზოლაციაში ამ სოფლებში რჩება 72 ადამიანი. თავიდან, როცა გაძლიერდა ზედამხედველობა სოფლებში, გვქონდა უფრო მაღალი ინფიცირების შემთხვევები. ბოლო დღეებია, არის კლება და ვინარჩუნებთ სტაბილურობას. დღეს დილიდან გაიტესტა დამატებით კიდევ 20 პირი“,- განაცხადა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ნონიაშვილმა.