კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლამისყანასა და კოდისწყაროში თავდაცვის უწყების მიერ შექმნილმა მობილურმა სამხედრო-სამედიცინო ჯგუფებმა ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს. მოსახლეობამ ჩაიტარა როგორც პირველადი, ისე მეორადი აცრა.

გარდა კასპის მუნიციპალიტეტისა, ვაქცინაციის მსურველთა აცრა დაგეგმილია ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაშიც.

იმუნიზაციის პროცესს დაესწრო შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი.

„შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა, თითქმის ყოველდღიურად ხდება თავდაცვის მობილური ბრიგადების მიერ სოფლებში ადგილობრივების აცრა. აღსანიშნავია, რომ გარდა ჩვენი რეგიონის ქალაქების კლინიკებისა, აცრის პროცესი მიმდინარეობს ტყვიავის კლინიკას, შავშვებისა და ნიქოზის ამბულატორიებშიც. პანდემიის დროულად დამარცხების მიზნით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური აქტიურობა და ჩართულობა“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.