კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალურ საკონტროლო პუნქტებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩება, სააღმზრდელო პროცესია შეჩერებული სამთავისის საბავშვო ბაღში.

„კასპის მუნიციპალიტეტში სულ 11 ახალი შემთხვევა გვაქვს, აქედან ცხრა სამთავისისა და ქვემო ჭალის კლასტერია. ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა გრძელდება. გუშინ განხორციელდა და გაგრძელდება საკარდაკარო შემოვლა, სიმპტომიანი პაციენტების გამოვლენის მიზნით. ექვსი ჯგუფი მუშაობს სამ სოფელში და დღეს ვაგრძელებთ კვლევას სამთავისი-ქვემო ჭალაში. თვითიზოლაციაში რჩება 127 პირი. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში სულ 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 1 135.