კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარი იწვის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარი იწვის

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს წუხელ გვიან ღამით გაუჩნდა.

ხანძარი დასახლებიდან ათი კილომეტრის მოშორებითაა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა უკვე მუშაობს.

ამასთან, კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის განმარტებით, რთული რელიეფის გამო, სახანძრო მანქანებს ცეცხლის კერასთან მისვლა უჭირთ.

„ცეცხლი წუხელ ადგილობრივებმა შენიშნეს. ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. დასახლებული ნაწილი ხანძრის ადგილიდან შორსაა, დაახლოებით ათი კილომეტრით. რთული რელიეფის და თოვლის გამო, სახანძრო მანქანებს ადგილზე ასვლა უჭირთ. ცეცხლის კერიდან დასახლება შორსაა, მაგრამ ტყეზე გადასვლის საფრთხე, ბუნებრივია არის“, – აცხადებს პირველ არხთან კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ რკონში ჯაბა ბროლაძე.