კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში, ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთო.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო მანქანებს მისვლა უჭირთ. ამიტომ, ხანძარს ვერტმფრენთან ერთად ცოცხალი ძალის მეშვეობით ებრძვიან.

სოფელ რკონთან მეხანძრეები უკვე რამდენიმე საათია, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი წუხელ გვიან ღამით ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.