კასპის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, მერის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

„პირადი განცხადების საფუძველზე წავედი. დღეს დავწერე განცხადება. უკვე დავემშვიდობე თანამშრომლებს და მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა კასპის უკვე ყოფილმა მერმა.

ამასთან, მერებაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, სად განაგრძობს საქმიანობას. მისი თქმით, კერძო სექტორიდან რამდენიმე შეთავაზება აქვს.

მანუჩარ მერებაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წელს აირჩიეს. ის კასპის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

დატოვე კომენტარი