კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და მოგვიანებით, გარდაცვლილი ჩვილი საპირფარეშოში იპოვეს.
საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები.