კასპის პროფესიული კოლეჯი პირველ სასწავლო წელს იწყებს და მსურველებს სთავაზობს, უფასოდ დაეუფლონ პროფესიებს
კასპის პროფესიული კოლეჯი პირველ სასწავლო წელს იწყებს და მსურველებს სთავაზობს, უფასოდ დაეუფლონ პროფესიებს

კასპის მუნიციპალიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდა. კოლეჯი პირველ სასწავლო წელს იწყებს და და პროფესიული განათლების მიღების მსურველებს სთავაზობს სრულიად უფასოდ დაეუფლონ  ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს.

  1. ელექტროობა;
  2. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი;
  3. ვიზაჟის მომსახურება;
  4. კომპიუტერული ქსელი და სისტემები;
  5. იატაკისა და ფილის სამუშაოები;
  6. სამღებრო სამუშაოების შესრულება;
  7. სამკერვალო წარმოება;
  8. შედუღება.

კოლეჯი ორიენტირებულია შრომის ბაზრისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. ყველა პროგრამაზე სწავლა იქნება უფასო.

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ:

  • კასპის პროფესიულ კოლეჯში (მის: ქ.კასპი, დ.აღმაშენებლის N168ვ);
  • საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;
  • ვებგვერდზე – vet.emis.ge

რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა და აქტიური ელექტრონული ფოსტა (e-mail).

ყველა პროგრამაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3dMAY4l

კასპის პროფესიული კოლეჯი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიწოდებას ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის. აქ თქვენ დაგხვდებათ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური პროფესიული პედაგოგები და სტუდენტზე მაქსიმალურად მორგებული, ადაპტირებული გარემო. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია: ბიბლიოთეკა, კეთილმოწყობილი ეზო, მოსასვენებელი და გასართობი სივრცე

კასპის პროფესიული კოლეჯის სახით აღმოაჩენთ ადგილს, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.