კასპიის ზღვაში ირანის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
კასპიის ზღვაში ირანის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დღეს კასპიის ზღვის ტერიტორიულ წყლებში წვრთნები სახელწოდებით „მდგრადი უსაფრთხოება“ დაიწყეს.

სწავლებებში ჩართულია სამხედრო ხომალდები, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები. გარდა ამისა, წვრთნებისას მოწმდება ირანის შეირაღებული ძალების საზღვაო სპეციალური დანაყოფის მოქმედებებიც.

აღნიშნული მანევრების უმთავრეს ამოცანად კასპიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გაძლიერება დასახელდა.