კასპარ ველდკამპი - მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის ვიზების მოთხოვნის შემოღებისადმი, ვაძლიერებთ ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად
ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში მიუღებელია. მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის ვიზების მოთხოვნის შემოღებისადმი. ეს მკაფიო სიგნალია, ჩვენ, ყველანი ვაძლიერებთ ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ნიდერლანდები გააგრძელებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებს.
„ნიდერლანდები ქართველი ხალხისადმი ორმხრივი მხარდაჭერის ერთგულია. ეს მოიცავს ჟურნალისტებისთვის დამცავ აღჭურვილობას, ისეთს, როგორიცაა აირწინაღები, რათა მათ შეძლონ თავიანთი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება“, – აღნიშნავს კასპარ ველდკამპი.