კაშია ოპტიმისტურად არის განწყობილი - სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან შეხვედრა გვსურდა #1TVSPORT
კაშია ოპტიმისტურად არის განწყობილი - სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან შეხვედრა გვსურდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ერთა ლიგის წილისყრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ჩვენს ჯგუფში მოხვედრილ ნაკრებებთან თამაში სურდა.

„ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენიმეჯერ შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა“, – ამბობს გურამ კაშია.

ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა და ბრატისლავასსლოვანის“ წევრმა ჩვენი ეროვნული გუნდის შანსები შეაფასა და ბევრისთვის მოულოდნელად „ჯვაროსნების“ პერსპექტივაზე საკმაოდ ოპტიმისტურად ისაუბრა და გულშემატკივრის ფაქტორსაც ხაზი გაუსვა.

„კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით, რეალურია, რომ მიზნად ჯგუფის მოგება დავისახოთ. საინტერესო თამაშები გველოდება. იმედი მაქვს, შეხვედრებს მაყურებელი დაესწრება“, – აცხადებს კაშია.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია, დიდი ალბათობით, მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება ლევან კობიაშვილისა და ჯაბა კანკავას შემდეგ, რომელიც ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს. ბრატისლავასსლოვანის“ ქართველმა მცველმა „ჯვაროსნების“ ფორმა პირველად 2009 წელს, ექტორ რაულ კუპერის დროს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ მოირგო. მას შემდეგ 34 წლის გამოცდილმა მცველმა ნაკრების ფორმით 91 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.