კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

22:25, 24.07.2026

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსგავსი