კარსტენ ლინემანი - უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სასწორზე ბევრი რამ დევს, გრძელდება მოლაპარაკებები, რათა ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებით კენჭისყრის მეორე რაუნდი მალე ჩატარდეს
კარსტენ ლინემანი - უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სასწორზე ბევრი რამ დევს, გრძელდება მოლაპარაკებები, რათა ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებით კენჭისყრის მეორე რაუნდი მალე ჩატარდეს

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალური მდივანის, კარსტენ ლინემანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გერმანიის კანცლერობის კანდიდატთან, ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებით კენჭისყრის მეორე რაუნდი მალე ჩატარდეს.

მისი განმარტებით, გრძელდება მოლაპარაკებები, რათა მეორე რაუნდი რაც შეიძლება მალე გაიმართოს.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სასწორზე ბევრი რამ დევს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბუნებრივია, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ კენჭისყრის მეორე რაუნდი რაც შეიძლება მალე ჩატარდეს. მსოფლიო ცვლილებას განაგრძობს, ჩვენ წინ დიდი გამოწვევებია და ახლა გვჭირდება სიცხადე და სტაბილურობა. სწრედ ამიტომ, მოლაპარაკებები გრძელდება, რათა უზრუნველვყოთ, რომ მეორე რაუნდი რაც შეიძლება მალე გაიმართოს“, – აღნიშნა კარსტენ ლინემანმა.

გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო.

შეგახსენებთ, თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.