პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარლუშ კეირუშმა კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა. მხარეებმა ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს კონტრაქტი.
„ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ სპეციალისტთან მუშაობა თითქმის ორი წლის განმავლობაში. ვუსურვებთ კარლუშ კეირუშს მომავალ კარიერაში წარმატებას“, – წერია კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე.
67 წლის კეირუში კოლუმბიის ნაკრებს 2019 წლის თებერვლიდან წვრთნიდა. გუნდმა პორტუგალიელის ხელმძღვანელობით წარუმატებელი სტარტი აიღო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში – კოლუმბიას ოთხი ტურის შემდეგ ოთხი ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.
ფედერაციის აღმასკომმა უკვე დაიწყო ახალი მწვრთნელის ძიება.