კარლსენმა და ნეპომნიაშჩიმ ზედიზედ მეხუთე პარტია ყაიმით დაასრულეს #1TVSPORT
დუბაიში გრძელდება მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ნორვეგიელ მაგნუს კარლსენსა და რუს იან ნეპომნიაშჩის შორის. გაიმართა მეხუთე პარტია, რომელშიც თეთრი ფიგურებით ნეპომნიაშჩი თამაშობდა. ისევე, როგორც წინა ოთხ პარტიაში, ახლაც ყაიმი დაფიქსირდა და მატჩში ანგარიში გახდა – 2.5:2.5.
კიდევ რჩება ჩასატარებელი ცხრა პარტია კლასიკურ ჭადრაკში. პარტიები გაიმართება 3, 4, 5, 7, 8, 10, 11, 12 და 14 დეკემბერს. თუ მატჩი ფრედ დასულდება, 15 დეკემბერს დაინიშნება ტაი-ბრეიკი და ჩემპიონს ის გამოავლენს.