კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე 10 ახალგაზრდა რეჟისორს შორის დავით გურგულია მოხვდა

14:15, 05.06.2018

კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე ევროპული კინოს მხარდასაჭერი საერთაშორისო ქსელის (EFP) პროგრამაში FUTURE FRAMES 10 გამორჩეული ახალგაზრდა რეჟისორი შეარჩიეს.

რეჟისორებს შორის შორის ქართველი დავით გურგულია მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ქართველი რეჟისორი ფესტივალზე პროექტ „დიალექტით“ წარდგება.

EFP-ის პროგრამა კარლოვი-ვარის ფესტივალზე წელს მეოთხედ იმართება.

მსგავსი