კარლოს ალკარასი როლან გაროსის 2024 წლის გათამაშების ჩემპიონია #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი, როლან გაროსი ესპანელი კარლოს ალკარასის გამარჯვებით დასრულდა.
21 წლის ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში გერმანიის სახელით გამომსვლელი ალექსანდრ ზვერევი ხუთ სეტში, 6:3, 2:6, 5:7, 6:1, 6:2 დაამარცხა.
ფინალური მატჩი ალკარასმა დამაჯერებლად დაიწყო, თუმცა მეორე სეტიდან ზვერევმა დარტყმების სიზუსტე გააუმჯობესა და კარიერაში პირველი დიდი სლემის მოგებას ერთი სეტის აღება აშორებდა.
მეოთხე სეტი ესპანელმა თავიდანვე დიდი უპირატესობით დაიწყო, 4:0 დაწინაურდა და პარტია ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა. ზვერევმა ალკარასს ვერც მეხუთე სეტში დაუპირისპირა ვერაფერი და მეორედ დათმო დიდი სლემის ტურნირის ფინალი.
შედეგად, 21 წლის კარლოს ალკარასს უკვე სამი მთავარი საჩოგბურთო ტურნირი აქვს მოგებული. 2022 წელს მან ამერიკის ღია პირველობაზე მოიპოვა საუკეთესოს წოდება, ხოლო 2023 წელს უიმბლდონის დრამატულ ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.
2000 სარეიტინგო ქულასთან ერთად, ესპანელმა ჩოგბურთელმა 2 400 000 ევროც გამოიმუშავა.