კარლოს ალკარასი ინდიან უელსის 2024 წლის გათამაშების ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა წლის პირველი 1000-ქულიანი მასტერსი – ინდიან უელსის 2024 წლის გათამაშება მოიგო. ფინალში მან დანიილ მედვედევი ორ სეტში, 7:6 (7:5), 6:1 დაამარცხა.

ალკარასმა თამაში ინერტულად დაიწყო და პირველივე სეტში 0:3 ჩამორჩა, თუმცა ეტაპობრივად გააქტიურდა, უპირატესობაც მის მხარეს გადავიდა და პირველი სეტის ტაიბრეიქზე გამარჯვება შეძლო. მეორე სეტში მედვედევს შანსი, პრაქტიკულად, აღარ ჰქონია. ესპანელი ჩოგბურთელი 3:0 დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია.

გასული წლის უიმბლდონის შემდეგ 20 წლის ალკარასისთვის ინდიან უელსი პირველი ტიტულია. კარიერაში კი მას სულ 13 მოგებული ტურნირი დაუგროვა. ესპანელი ასევე მსოფლიო რეიტინგში მეორე საფეხურზე დაბრუნდა.

2023 წლის ინდიან უელსის გათამაშების ფინალშიც ალკარასი მედვედევს შეხვდა და მატჩი მაშინაც ორ სეტში მოიგო.