კარლო კოპალიანი ოპოზიციას მიმართავს - არ მოგეწონებათ ეს პრემიერი, რადგან მოგწონთ ისეთი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა
კარლო კოპალიანი ოპოზიციას მიმართავს - არ მოგეწონებათ ეს პრემიერი, რადგან მოგწონთ ისეთი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა

თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერი, რადგან მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა იმ პროცედურასთან დაკავშირებით, რასაც აქ ვხედავთ და იმ თავხედობასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს დარბაზში. იქნებ ვინმეს დაავიწყდა, როცა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ლაპარაკობს, როცა მათი უშიშროების საბჭოს მდივანი ერთი თვე გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი იყო. თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერი, რადგან თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა. თქვენ რა თქმა უნდა, არ მოგეწონებათ ასეთი ხელისუფლება და არ არის ეს გასაკვირი. ძალადობაზე ნუ ლაპარაკობთ. ძველი დაგავიწყდათ? დაიჭირეს კიევში თქვენი ზონდერი, რომელსაც ჩვენს სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი “, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.