კარლო კოპალიანი - გიორგი გაბუნია გამხმოვანებელია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც ქვეყნის დანგრევას ცდილობს
კარლო კოპალიანი - გიორგი გაბუნია გამხმოვანებელია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც ქვეყნის დანგრევას ცდილობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის განცხადებით, ქვეყანაში საფრთხეს თავად „რუსთავი 2“ წარმოადგენს და ეს გუშინდელმა ამბავმაც დაადასტურა.

დეპუტატის თქმით, მომხდარი „რუსთავი 2“-სგან არ გაჰკვირვებია, რადგან ტელევიზიიდან უხეში გინება სხვადახვა პარტიის მიმართ ხშირად ესმის.

„მხედველობაში ბიძინა ივანიშვილი მყავს. მათი მხრიდან უსაზიზღრესი ტერმინები გვესმის, ისეთი, როგორიც საკუთარ თავსაც არ უნდა აკადრო. გუშინ აპოთეოზი, მწვერვალი იყო, მსგავსი რამ ქუჩაშიც არ მომისმენია, არათუ ტელევიზიიდან, რაც მარაზმი და სირცხვილია. ასეთ კანტორას ტელევიზია არ უნდა ერქვას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კანტორა და არაფერ შუაშია გაბუნია. ის გამხმოვანებელი და შემსრულებელია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც ქვეყნის დანგრევას ცდილობს. არავის არაფერი აღარ უკვირს, რადგან ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერია.

ადამიანურად ვარ აღშფოთებული, რადგან ის ერი ვართ, რომელსაც ტელევიზიიდან მსგავსი ტერმინებით არ უნდა გველაპარაკებოდნენ და ასე არავის უნდა მოიხსენიებდნენ, თუნდაც, ის მართლაც ისტორიული მტერი იყოს და მტრობა გვქონდეს. გვარამიამ ახლა აღმოაჩინა, რომ რუსეთი მტერია? მაშინ, გვარამია სად იყო, როცა ამ შენობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ივანოვი შემოუძღვა და გვარამია პროკურორი გახადა? ჩანს, რუსული ნარატივი და ისიც, „ნაციონალური მოძრაობა“ ვის საქმეს აკეთებს ე.წ. ტელევიზიით”, – აღნიშნა კოპალიანმა.