კარლო კოპალიანი გიგა ბოკერიას - მკვლელები თქვენ ხართ და გირგვლიანის საქმეზე მე მელაპარაკებით
კარლო კოპალიანი გიგა ბოკერიას - მკვლელები თქვენ ხართ და გირგვლიანის საქმეზე მე მელაპარაკებით

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის ცხარე კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც მან სანდრო გიგვლიანის საქმესა და შალვა შავგულიძეზე ისაუბრა.

ოთარ კახიძის თქმით, უმრავლესობამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, მიუძღვის თუ არა ბრალი შალვა შავგულიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რის შემდეგაც კარლო კოპალიანმა „ევროპულ საქართველოს“ რეპლიკით მიმართა: „მკვლელები თქვენ ხართ და მე მელაპარაკებით ამ საქმეზე?“.

კოპალიანს ბოკერია გამოეხმაურა, რის შემდეგაც კოპალიანმა ბოკერიას მიმართა: „გაბლატავებული ხარ, ბოკერია“.