კარლო ანჩელოტის თქმით, „ნაპოლი“ აუცილებლად შეუტევს
კარლო ანჩელოტის თქმით, „ნაპოლი“ აუცილებლად შეუტევს

კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მისი „ნაპოლი“ „ლივერპულს“ სტუმრად აუცილებლად შეუტევს, რათა თამაშიდან მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში სიტუცია საკმაოდ დაძაბულია. იტალიური გუნდი ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა და მერვედფინალში ადგილის დასაბევებლად „ენფილდზე“ ფრეც ხელს აძლევს. თუმცა, „ნაპოლი“ წაგების შემთხვევაშიც გავა, თუ „პარი სენ-ჟერმენმა“ ბელგრადში „ცრვენა ზვეზდასთან“ წააგო.

რაც შეეხება „ლივერპულს“, მერვედფინალში გასასვლელად მას 1-0 ან ორი ბურთის სხვაობით მოგება სჭირდება.

„რა თქმა უნდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, რას აპირებს ხვალ „ლივერპული“. ჩვენ ისედაც კარგად ვიცით, როგორ თამაშობენ ისინი, განსაკუთრებით, როდესაც საკუთარ მოედანზე არიან“, – განაცხადა „ნაპოლის“ დამრიგებელმა. – „ჩვენ შევეცდებით, რომ ინტენსიურობის მაღალი დონე მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ. აქ დაცვაში საჯდომად არ ჩამოვსულვართ და საკუთარ თამაშს ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის“.

მატჩი „ნაპოლისა“ და „ლივერპულს“ შორის, ისევე როგორც „ცრვენა ზვეზდასა“ და „პსჟ“-ს დაპირისპირება, დღეს, 11 დეკემბერს, თბილისის დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება.