კარლო ანჩელოტი – იუვენტუსთან შემადგენლობის დაყენება დიდი თავსატეხია

15:24, 27.09.2018
TURIN, ITALY - SEPTEMBER 23:  SSC Napoli head coach Carlo Ancelotti looks on during the Serie A match between Torino FC and SSC Napoli at Stadio Olimpico di Torino on September 23, 2018 in Turin, Italy.  (Photo by Valerio Pennicino/Getty Images)

„ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ შემადგენლობის შერჩევა „იუვენტუსთან” მოახლოვებული თამაშისთვის ძალიან რთული იქნება. იტალიელი თავკაცის სიტყვებით, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ძირითადში ადგილს იმსახურებს.

„ჩვენ ვიმყოფებით კარგ სათამაშო ფორმაში, ყველა მოთამაშე მოტივირებულია“, – მოჰყავს „ფუტბოლ იტალიას“ (Football Italia) ანჩელოტის სიტყვები, – „წარმოუდგენელი თავისტკივილია, როდესაც ვფიქრობ, თუ ვინ უნდა დავაყენო შაბათის მატჩისთვის „იუვენტუსთან”. მე ჩამოვედი ნეაპოლში ფეხბურთის სიყვარულით და კლუბის პროექტის გამო“.

„ნაპოლი” და „იუვენტუსი”, იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში, ერთმანეთს შაბათს, 29 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი