კარლეს პუიჩდემონმა სოციალურ ქსელებში ვიდეო მიმართვა გაავრცელა
კარლეს პუიჩდემონმა სოციალურ ქსელებში ვიდეო მიმართვა გაავრცელა

კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუიჩდემონმა სოციალური ქსელების საშუალებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა. პუიჩდემონი ამბობს, რომ ესპანეთში იმ შემთხვევაში დაბრუნდება თუ 21 დეკმბერს დაგეგმილ არჩევნებში გაიმარჯვებს.

„თუ თქვენ გსურთ, რომ მე პარლამენტში მიხილოთ, იქ ვიქნები. სრული უფლება მაქვს თქვენი წარმომადეგენლი ვიყო“, – აცხადებს პუიჩდემონი.

1-ელ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა. საარჩევნო ყუთებთან მისული მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად ცნო მადრიდმა. რამდენიმე დღეში კი, კატალონიის მთავრობამ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომლითაც კატალონია ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდებარა, უკვე ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ კი, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი