კარლეს პუიჩდემონი ესპანეთის პრემიერს შეხვედრას სთავაზობს
Current mayor of Gerona and candidate for the Catalan Government's presidency Carles Puigdemont speaks during an investiture debate for the Catalan Government's presidency, at the Parliament of Catalonia in Barcelona on January 10, 2016. Carles Puigdemont, the man who has been chosen to lead Catalonia to independence from Spain, called today for the secession process to start in a speech to the wealthy region's parliament. AFP PHOTO/ LLUIS GENE / AFP / LLUIS GENE (Photo credit should read LLUIS GENE/AFP/Getty Images)
„ახლა პოლიტიკის დროა, პოლიტიკა კი დიალოგის გარეშე შეუძლებელია”,- აცხადებს კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში.
პუიჩდემონი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვედრას სთავაზობს. მისი თქმით, შეხვერა წინაპირობების გარეშე ევროპის რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში უნდა შედგეს და ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყოს. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა დღეს ევროკომისიის პრეზიდენტსაც მიმართა.
„მე არ ვთხოვ კომისიას პოზიციის შეცვლას, მე ვთხოვ მოსმენას და ვფიქრობ, ეს შესაძლებელია”, – ამბობს კატალონიის ყოფილი ლიდერი, რომელიც ბელგიაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ავტონომია გააუქმა და პარლამენტი დაითხოვა .
კარლეს პუიჩდემონის წინააღმდეგ ესპანეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გუშინ ჩატარებულ არჩევნებში ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის მომხრე პარტიების ბლოკმა უმრავლესობა მოიპოვა და 135-ადგილიან პარლამენტში 70 ადგილს დაიკავებენ.