კარლეს პუიჩდემონი - ჩემი დაბრუნება ბარსელონაში სასიკეთო იქნება ქვეყნის დემოკრატიისთვის
კარლეს პუიჩდემონი - ჩემი დაბრუნება ბარსელონაში სასიკეთო იქნება ქვეყნის დემოკრატიისთვის

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი მიიჩნევს, რომ მისი ესპანეთში დაბრუნება ესპანელებისთვის კარგი ახალი ამბავი იქნება. პუიჩდემონი აცხადებს, რომ კატალონიის პრობლემა მხოლოდ ესპანეთის შიდა საქმე არ არის.

„ეს ევროპული საქმეა. დიალოგის დამყარების ნებისმიერი შესაძლებლობა კარგი სიახლე იქნება. ჩემი დაბრუნება ბარსელონაში სასიკეთო იქნება არა მხოლოდ ესპანელებისთვის, არამედ ქვეყნის დემოკრატიისთვისაც“, – აცხადებს პუიჩდემონი.

გუშინ კარლეს პუიჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს. ამის შესახებ კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარემ როჟე ტორენტმა საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პუიჩდემონი ერთადერთი კანდიდატი იყო აღნიშნულ თანამდებობაზე. კატალონიის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე პუიჩდემონის კანდიდატურას რეგიონული პარლამენტი 31 იანვარს უყრის კენჭს.