კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს უმასპინძლა [ვიდეო]

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს უმასპინძლა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, მათ განიხილეს უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია და გამოხატეს ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინის მთავრობისა და მოსახლეობისადმი.

„ელჩებმა დაგმეს რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატეს ღრმა მწუხარება ადამიანების დაღუპვისა და ტანჯვის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას, მათ შორის მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერის საშუალებით“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.