კარლ ჰარცელი - ზოგიერთი შეფასება, რომელშიც არის შეშფოთება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მომდინარეობს საქართველოს მეგობრებისგან, ვფიქრობ, ასე უნდა მივიღოთ
კარლ ჰარცელი - ზოგიერთი შეფასება, რომელშიც არის შეშფოთება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მომდინარეობს საქართველოს მეგობრებისგან, ვფიქრობ, ასე უნდა მივიღოთ

პრემიერ-მინისტრის სახელზე რამდენიმე კონგრესმენისა და სენატორის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ კონკრეტული პირების წერილებს ვერ შეაფასებს.

ამასთან, ჰარცელის აზრით, შეშფოთება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაშია გამოთქმული, უნდა მივიღოთ, როგორც საქართველოს მეგობრების შეფასება.

„მე ვერ შევაფასებ კონკრეტული პირების წერილებს. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ეს შეფასება, რომელიც არის შეშფოთება ქვეყანაში ახლა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და საქართველოს მეგობრებისგან მომდინარეობს. მე ვფიქრობ, სწორედ ასე უნდა იყოს მიღებული. სხვა მხრივ, ვერ შევაფასებ რომელიმე წერილს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ“,- განაცხადა ჰარცელმა.