კარლ ჰარცელი - ყველა იმ საკითხს, რასაც განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობას და დაშინების რისკების შემცირებას, აქტიურად დავაკვირდებით
კარლ ჰარცელი - ყველა იმ საკითხს, რასაც განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობას და დაშინების რისკების შემცირებას, აქტიურად დავაკვირდებით

როგორც განვლილი არჩევნებიდან ვიცით, პოლარიზაცია მნიშვნელოვან რისკს უქმნის საარჩევნო გარემოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები ყურადღებით დააკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობას და დაშინების რისკების შემცირებას.

„ძალიან ადრეა იმის თქმა, როგორი იქნება ეს საარჩევნო კამპანია, მაგრამ როგორც განვლილი არჩევნებიდან ვიცით, როდესაც პოლარიზაციის საკითხზე ვსაუბრობთ, ის მნიშვნელოვან რისკს უქმნის საარჩევნო გარემოს. ჩვენ, ევროკავშირის მხრიდან ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით ამ კამპანიას, ასევე ადგილზე გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებსაც საშუალება მიეცათ, როგორც ყოველთვის, ახლაც შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, რისთვისაც ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. ყველა იმ საკითხს, რასაც განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობას, დაშინების რისკების შემცირებას და ა.შ. აქტიურად დავაკვირდებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.