კარლ ჰარცელი - ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს, მნიშვნელოვანია სათანადო სამართლებრივი პროცესი, სასამართლო უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში
კარლ ჰარცელი - ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს, მნიშვნელოვანია სათანადო სამართლებრივი პროცესი, სასამართლო უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამართლებრივი პროცესი.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეს. ჩვენ პარტნიორებთან და სახალხო დამცველთან ერთად ჩართული ვართ ამ პროცესში. ქართული სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სათანადო სამართლებრივი პროცესი, მათ შორის სასამართლო უნდა ჩაატაროს გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და დაცული იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, როდესაც პირი არის დაპატიმრებული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.