კარლ ჰარცელი - ყოველი ნაბიჯით, რომელიც მოლაპარაკებების კარის დახურვას ემსახურება, გამოსავლის მოძებნა სულ უფრო რთული ხდება
კარლ ჰარცელი - ყოველი ნაბიჯით, რომელიც მოლაპარაკებების კარის დახურვას ემსახურება, გამოსავლის მოძებნა სულ უფრო რთული ხდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, გამოსავლის მოძებნა სულ უფრო რთული ხდება ყოველი ისეთი ნაბიჯის შემდეგ, რომელიც მოლაპარაკებების კარის დახურვას ემსახურება.

„ყოველი ნაბიჯით, რომელიც მოლაპარაკებების კარის დახურვას ემსახურება, გამოსავლის მოძებნა სულ უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ, ყველასთვის ნათელია, რომ ახლა დრო უკიდურესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ევროკავშირის ელჩმა უპასუხა, რომ ამაზე შეფასებას არ გააკეთებს.

„ამასთან დაკავშირებით რამე შეფასებას არ გავაკეთებ. მე მხარეებს შორის შუამავალი ვარ და არა – მოსამართლე“, – აღნიშნა ჰარცელმა.