კარლ ჰარცელი - ვისურვებდით ისეთ მედიალანდშაფტს, სადაც ყველა დარწმუნებული იქნება, რომ მისი ხმა ისმის
კარლ ჰარცელი - ვისურვებდით ისეთ მედიალანდშაფტს, სადაც ყველა დარწმუნებული იქნება, რომ მისი ხმა ისმის

ვისურვებდით ისეთ მედიალანდშაფტს, სადაც ყველა დარწმუნებული იქნება, რომ მისი ხმა ისმის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა კითხვას: „პოლიტიკოსები რომ გარკვეულ არხებზე არ მიდიან, ამით ხომ არ ირღვევა მედიაგარემო“. მისივე თქმით, გამოწვევას წარმოადგენს, როცა პოლიტიკოსები ირჩევენ, რომელ მედიასაშუალებაში მივიდნენ სტუმრად და რომელში – არა.

„ვისურვებდით ისეთ მედიალანდშაფტს, სადაც ყველა დარწმუნებული იქნება, რომ მისი ხმა ისმის. თქვენ როცა ლაპარაკობთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ირჩევენ, რომელ ტელევიზიაში ან რადიოში მივიდნენ, ეს ბევრ პოლიტიკოსს ეხება ამ ქვეყანაში, ვფიქრობ, არის გამოწვევა, რადგან დღის ბოლოს ყველაზე სასარგებლო ის იქნება, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რომელი მედიაარხიც არ უნდა მოგწონდეთ, როგორც ამომრჩეველს, გქონდეთ შანსი, მოისმინოთ ყველა განსხვავებული შეხედულება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი