კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებთ, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისი იქნება
კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებთ, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისი იქნება

ვიმედოვნებთ, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისი იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჰარცელის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება გადამწყვეტია მომავალი არჩევნებისთვის.

„მოხარული ვართ, აღვნიშნოთ, რომ მიღწეულია წარმატებული შედეგი. დიალოგის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა. ჩვენ გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მივულოცოთ ყველა მონაწილეს, რომ გამოხატეს სურვილი და გამონახეს კომპრომისის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი რწმენით, იქნება ყველასთვის სასარგებლო საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისი, რაც გადამწყვეტია მომავალი არჩევნებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.