კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებთ, მოიძებნება გზა, რომლითაც შესაძლებელი გახდება, ყველა არჩეულმა წევრმა გამოიყენოს საპარლამენტო მანდატი
კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებთ, მოიძებნება გზა, რომლითაც შესაძლებელი გახდება, ყველა არჩეულმა წევრმა გამოიყენოს საპარლამენტო მანდატი

ვიმედოვნებთ, მოიძებნება გზა, რომლითაც შესაძლებელი გახდება, რომ ყველა არჩეულმა წევრმა გამოიყენოს საპარლამენტო მანდატი დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, იმედოვნებს, რომ საერთო გამოსავალი მოიძებნება.

„დაახლოებით ერთი კვირაა, კომუნიკაცია გვაქვს. მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ საერთო გამოსავალს.

როგორც გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარესთან, რომ შევძლოთ პოზიციების განსაზღვრა. ეს უზრუნველყოფს, რომ დისკუსიები საერთო პლატფორმისკენ წავიდეს. მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, რეალურად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომელიც ასახავს წუხილებს, რაც გამოითქვა გასულ კვირებში, ამავე დროს უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას შეუძლია, გამოვიდეს კრიზისიდან უფრო ძლიერი, მათ შორის – გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. მე ვხედავ ამის შესაძლებლობებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები იქნება რთული.

„კარგი შესაძლებლობა იქნება ჩემთვის და ჩემი ამერიკელი კოლეგისთვის, რომ რეალურად მოვუსმინოთ ოპოზიციას​. გვექნება დისკუსიები. ვნახავთ, რა შედეგი ექნება ამას და როგორ გავაგრძელოთ სვლა ამის შემდეგ. ძალიან ვაფასებ, რომ ოპოზიციასთან ერთად ვმუშაობთ ორ მხარეს შორის არსებული უთანხმოების დასრულებისთვის.

არსებობს შესაძლებლობები, რომ ორივე მხარემ ნახოს საერთო გზა, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიისათვის. რთული მოლაპარაკებები იქნება. ვიმედოვნებთ, მოიძებნება გზა, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ყველა არჩეულმა წევრმა გამოიყენოს საპარლამენტო მანდატი დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საუბარი სწორედ ამას შეეხება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.