კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და რთული მოლაპარაკებები იქნება, ორივე მხარეს მოუწევს საერთო პოზიციისთვის ფასილიტატორობა, რადგან კარგი სცენარი ფართოდ მიღებული შეთანხმებაა
კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და რთული მოლაპარაკებები იქნება, ორივე მხარეს მოუწევს საერთო პოზიციისთვის ფასილიტატორობა, რადგან კარგი სცენარი ფართოდ მიღებული შეთანხმებაა

ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რათა ჯადოსნური საერთო პოზიცია ვიპოვოთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჰარცელის შეფასებით, პარტიებს შორის მოლაპარაკების კარგი სცენარი მხოლოდ ფართოდ მიღებული შეთანხმებაა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მოლაპარაკებები იქნება, რადგან ორივე მხარეს მოუწევს ამ საერთო პოზიციისთვის ფასილიტატორობა და ერთმანეთის დახმარება, რათა კარგ ადგილამდე მივიდეთ. ეს ფუნდამენტურია, რადგან ამ მოლაპარაკებების მხოლოდ ერთი კარგი სცენარი არსებობს, ფართოდ მიღებული შეთანხმება. ვფიქრობ, ყველა სხვა სცენარი ბევრად უფრო რთული იქნება.

როგორც ვთქვი, ვიმედოვნებ, გვექნება რაც შეიძლება ფართოდ მიღებული შეთანხმება, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ პარლამენტის ფუნქციონირებას, რაც მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არა მხოლოდ პარლამენტს მისცემს სიცოცხლეს, არამედ ის მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელიც პარლამენტში უნდა გაკეთდეს, მათ შორის, ამბიციური საარჩევნო რეფორმის მეშვეობით იმ ხარვეზებზე პასუხის გაცემა, რომელიც არჩევნებისას დაფიქსირდა, მაგრამ, როგორც ვიცით, კოვიდი და ბევრი სხვა საკითხი ითხოვს პარლამენტს, რომელიც ერთად იმუშავებს. ეს არის ჩემი მოკრძალებული იმედი და ის, რაც ღამე არ მაძინებს“, – განუცხადა ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს.