კარლ ჰარცელი - უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის პრიორიტეტს დასაქმება წარმოადგენდა, ვხედავთ ერთობლივი ძალისხმევის შედეგს
კარლ ჰარცელი - უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის პრიორიტეტს დასაქმება წარმოადგენდა, ვხედავთ ერთობლივი ძალისხმევის შედეგს

„უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“, – ამ სლოგანით თბილისში, ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ და საქართველოს მთავრობამ დასაქმებისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ოთხწლიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებული შედეგები წარმოადგინეს.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ახალი უნარების განვითარების შედეგად 30 00-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

ღონისძიების გახსნისას, მისასალმებელ გამოსვლაში, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ევროპაში, დასაქმება ხალხის მთავარი საზრუნავია.

„პროფესიული განათლება წარმოადგენს იმ მოკლე გზას, რომელიც ეხმარება დასაქმების მაძიებლებს, იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნები და დასაქმების მაძიებელთა უნარები თანხვედრაშია. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასაქმება და პროფესიული განათლება საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენდა და ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დასაქმების უნარების განვითარების რეფორმის მიმართულებით ახალი მასშტაბური პროგრამით, რომელსაც ხელი მოეწერება მომდევნო კვირას ბრიუსელში“, – განაცხადა არლ ჰარცელმა.

ამასთან, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტ EUVEGE-ისა და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასაქმებისა და პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარი მიღწევები.