კარლ ჰარცელი - „შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინისთვის არის ინიციატივა, რომელსაც ყველა მიესალმა, ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია
კარლ ჰარცელი - „შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინისთვის არის ინიციატივა, რომელსაც ყველა მიესალმა, ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია

„შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინისთვის არის ინიციატივა, რომელსაც მოჰყვა ნდობა ყველა მხარის მიერ და ყველა მიესალმა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია, მაგრამ ეს ჩემი უფლებამოსილებების მიღმაა, რადგან მე ვარ საქართველოში ევროკავშირის ელჩი“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, კითხვაზე, საქართველოშიც მსგავსი ფორმულით ხომ არ ჩამოსულა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ჰარცელმა აღნიშნა: „არ ვიცი, ამის შესახებ სხვას უნდა ჰკითხოთ“.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებია დაგეგმილი. პრეზიდენტები ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებენ.