კარლ ჰარცელი - შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია
კარლ ჰარცელი - შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვია. იგი შეხვდა როგორც აკადემიის რექტორს, ასევე სტუდენტებს.

ევროკავშირის დახმარებით სტუდენტები გადიან ტრენინგებს, რათა მათ შეძლონ დასაქმება საერთაშორისო დროშების, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

2014 წლიდან დღემდე საქართველოს მეზღვაურების დასაქმება უცხოურ გემებზე 40 პროცენტით გაიზარდა.

„ევროკავშირი წლებია, თანამშრომლობს საქართველოსთან საზღვაო თემასთან დაკავშირებით. ვთანამშრომლობთ როგორც უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში. შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია. ის, რომ ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. პროფესია, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის ნაწილი თანამშრომლობისა და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.