კარლ ჰარცელმა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მიმართა - საზღვაო კადეტები იქნებით თქვენი ქვეყნის მომავალი ელჩები ღია ზღვაში, ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი მუშაობს თქვენთან ერთად
კარლ ჰარცელმა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მიმართა - საზღვაო კადეტები იქნებით თქვენი ქვეყნის მომავალი ელჩები ღია ზღვაში, ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი მუშაობს თქვენთან ერთად

თქვენ, საზღვაო კადეტები იქნებით თქვენი ქვეყნის მომავალი ელჩები ღია ზღვაში. ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი მუშაობს თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში საზღვაო-სატრანსპორტი სტრატეგიის განსავითარებლად, – ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს.

მისივე თქმით, შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს კავშირის საკითხი უფრო პრიორიტეტული იქნება.

„დღეს, როდესაც ციფრული კავშირის მრავალი განსხვავებული საშუალება არსებობს, გეოგრაფია და ფიზიკური კავშირი კვლავ მნიშვნელოვანია. თქვენ, საზღვაო კადეტები იქნებით თქვენი ქვეყნის მომავალი ელჩები ღია ზღვაში. ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი მუშაობს თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში საზღვაო-სატრანსპორტო სტრატეგიის განსავითარებლად.

ჩვენ ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის საკითხებზე. ველოდები, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ შავი ზღვის გავლით კავშირის საკითხი მომავალში იქნება უფრო პრიორიტეტული ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისთვის.

ჩვენ შევისწავლით ევროკავშირი-საქართველოს დამაკავშირებელ მეტ სატრანსპორტო, საბორნო შესაძლებლობებს. გილოცავთ, რომ აირჩიეთ ეს განათლება. მოხარული ვარ შევიტყო, რომ უკვე დღეს თქვენ ხართ ფართო საზოგადოების ნაწილი, რომელიც მუშაობს, მათ შორის ევროპულ ხომალდებზე. ველოდები, რომ პროცესი გაგრძელდება და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება, ისევე, როგორც ევროკავშირი და საქართველო ზოგადად მუშაობს ხალხებს შორის ურთიერთობების დასაახლოვებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვია. ჰარცელი შეხვდა როგორც აკადემიის რექტორს, ასევე სტუდენტებს.