კარლ ჰარცელი - საუკეთესო პრაქტიკაა, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ლეგიტიმაცია
კარლ ჰარცელი - საუკეთესო პრაქტიკაა, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ლეგიტიმაცია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით იქმნება უფრო თანაბარი საარჩევნო გარემო, რითაც საქართველო პოზიტიურ ნაბიჯს დგამს.

„უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება საკონსტიტუციო  შესწორებებს, თავისით ეს შედეგი არ დამდგარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ორშაბათს მესამე და საბოლოო მოსმენაზე ის მიღებული იქნება. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მაქვს განცდა, ამ შესწორებების ირგვლივ ყველა მხარეს აქვს განგრძობადი მხარდაჭერა. ჩემთვის ნათელია, რომ ეს საკონსტიტუციო  შესწორებები წამყვან, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ამ არჩევნებისთვის მომზადებაში და თავის მხრივ, ეს არის სისტემური გზა იმ ამოცანის შესასრულებლად, რა მიზანიც ჰქონდა ამ დიალოგს  – ეს არის პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონსტიტუციური შესწორებებით იქმნება უფრო თანაბარი გარემო, რითაც საქართველო ერთ პოზიტიურ ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით“,- აღნიშნა ჰარცელმა.

ელჩის თქმით, არ იცის, რამდენი ხმა ექნება კანონპროექტს, თუმცა ფიქრობს, რომ ის საბოლოო მოსმენით დამტკიცდება.

„რაც შეეხება ხმათა რაოდენობას, რასაც ვნახავთ მესამე მოსმენის დროს, არ ვიცი, არსებობს განსხვავებული სცენარები, მაგრამ როგორც ვთქვი, ვფიქრობ, დღის ბოლოს ვნახავთ, რომ შესწორებები მიღებულია, რაც საშუალებას მოგვცემს, გადავგდათ შემდეგი ნაბიჯები.

შემდეგი ნაბიჯი იქნება საარჩევნო რეფორმა, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ისევ ვიხილავთ დიდ ჩართულობას, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. ეს ეხება ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს, რომლის მიზანიცაა უკეთესი სარჩევნო გარემოს შექმნა, რაც ყველას ინტერესებშია“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, ჰარცელის განმარტებით, 8 მარტის შეთანხმება გრძელვადიანი პროცესია, ვიდრე უბრალოდ კენჭისყრა.

„8 მარტს აღებული ვალდებულბა იყო ამ არჩევნებისთვის მომზადება, არჩევნები კი, როგორც იცით, ოთხ თვეშია. ჩვენ, როგორც მომლაპარაკებლები, მჭიდროდ დავაკვირდებით, როგორ სრულდება შეთანხმება და იმედი მაქვს, რომ პასუხიმგებლობას ყველა მხარე აიღებს და შეიქმნება ჯანსაღი წინა საარჩევნო გარემო.

როდესაც საუბარია მომავალ კენჭისყრაზე, ვფიქრობ, ცხადია, რომ ეს ყოველთვის იყო პროცესის ნაწილი, რომ ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რათა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც მხარეები მაქსიმალურ მხარდაჭერას მოიპოვებენ, ასევე, 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებით მომავალ თვეებშიც იმოქმედებენ.

ვფიქრობ, ფუნდამენტური წერტილი არის ის, რომ ჩვენ ვიცით, 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებაზე არსებობს აზრთა სხვადსხვაობა. ჩვენ, როგორც ფასილიტატორები,  ვაგრძელებთ მუშაობას შეძლებისდაგვარად ყველა მხარესთან, რომ მიღწეული შეთანხმების შესურულება არ შეფერხდეს და შეთანხმების ირგვლივ საერთო გაგება იყოს.

კენჭისყრის მაღალი ლეგიტიმაცია არის სიგნალი როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, რადგან როდესაც ახორციელებ საკონსტიტუციო ცვლილებებს ან საარჩევნო რეფორმას, საუკეთესო პრაქტიკა ყოველთვის გვიჩვენებს, რომ ეს უნდა იყოს გაკეთებული მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად ფართო მხარდაჭერით, რადგან უზრუნველყოფილი იყოს, რომ აქვს ლეგიტიმურობა. ამ შეთხვევაში ყველა იღებს სიგნალს, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია მხარეებს შორის. ყველა მხარის ფართო ჩართულობა გზავნის განსახვავებულ სიგნალს“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.