კარლ ჰარცელი - საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს პრინციპულ მიზანს, პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, ახლა მნიშვნელოვანი იქნება, ყველა მხარემ გააგრძელოს შეთანხმების შესრულება
კარლ ჰარცელი - საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს პრინციპულ მიზანს, პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, ახლა მნიშვნელოვანი იქნება, ყველა მხარემ გააგრძელოს შეთანხმების შესრულება

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა, რომ ყველა მხარემ გააგრძელოს შეთანხმების შესრულება და იმუშაონ სრული განხორციელებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„როგორც იცით, ჩემი ფუნდამენტური აზრი მარტის შეთანხმებაზე არის, რომ ეს იყო უზარმაზარი პროგრესი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რომ მიაღწიეს ამ შეთანხმებას. ასევე ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ეს მართლა განგრძობადი, ძალიან ვრცელი კონსენსუსია ამ ფაქტზე, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ასევე, კარგი იქნება ამ არჩევნებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს ერთ-ერთ პრინციპულ მიზანს, რომ მოხდეს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაცია.

„ჩვენ ისევ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა, რომ ყველა მხარემ გააგრძელოს შეთანხმების შესრულება და იმუშაონ სრული განხორციელებისთვის. ჯერ ისევ ვიმედოვნებ, რომ ეს შესაძლებელია“, – დასძინა კარლ ჰარცელმა.