კარლ ჰარცელი - საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ იქნება შესაძლებლობა, დისკუსია პარლამენტში გაგრძელდეს
კარლ ჰარცელი - საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ იქნება შესაძლებლობა, დისკუსია პარლამენტში გაგრძელდეს

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ იქნება შესაძლებლობა, რომ დისკუსია გაგრძელდეს პარლამენტში, სადაც გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, თუ რისი მიღებაა აუცილებელი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვენეციის კომისიაში რეკომენდაციებისთვის საარჩევნო რეფორმის დოკუმენტის გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიესალმება ფაქტს, რომ არსებობს შეთანხმებული პროექტი, რომელზეც ერთობლივად იმუშავეს 19 აპრილის ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლებმა.

„ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევია. მეც უნდა დაველოდო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მაგრამ მივესალმები იმ ფაქტს, რომ გვაქვს ერთობლივად შეთანხმებული პროექტი, რომელზეც ერთობლივად იმუშავეს 19 აპრილის ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლებმა. ეს უკვე ძლიერი სიგნალია, რომ კვლევები სწორი მიმართულებით ვითარდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ იქნება შესაძლებლობა, რომ დისკუსია გაგრძელდეს პარლამენტში, სადაც გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, თუ რისი მიღებაა აუცილებელი და ა.შ., თუმცა ამ დრომდე პროცესი იმ მიმართულებით მიდის, რასაც ვიმედოვნებდით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გუშინ გადაეგზავნა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ივნისის დასაწყისში ელოდებიან.