საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა
საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა

საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობაში განუცხადეს, დოკუმენტი უკვე ითარგმნა და ვენეციის კომისიას დღეს გადაეგზავნა. მათი ინფორმაციით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ივნისის დასაწყისში ელოდებიან.

საკანონმდებლო რეფორმაზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში ხვალ დაიწყება. 22 მაისს მასზე პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. პლენარულ სხდომაზე კი მისი პირველი მოსმენით განხილვა 24 მაისის კვირაში იგეგმება. დოკუმენტის სამივე მოსმენით დამტკიცება 21 ივნისამდე იგეგმება.